პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს იმის დასამტკიცებლად, რომ ძალადობა ყველგან ხდება მთავრობის სხდომაზე ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის მაგალითები მოჰყავს. მისივე მტკიცებით, "ქართულმა ოცნებამ" რისკები წინასწარ შეაფასა, ლგბტ საზოგადოებას და ელჩებს წინასწარ უთხრა, რომ 5 ივლისს აღლუმის ჩატარება დაუშვებელი იყო.
"მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ძალადობა მეგობრებო ხდება ყველგან და ყველა ქვეყანაში. ევროპის შუაგულში, საფრანგეთში და არამხოლოდ, დიდ ბრიტანეთში, ყველგან, ჩვენ გვახსოვს კვირების განმავლობაში განუწყვეტელი ასე ვთქვათ, ძალადობრივი აგრესიული მანიფესტაციები, დემონსტრანციები, სადაც ათეულობით და ასეუელობით ადამიანი დაშავდა, უამრავი დაიღუპა და დასახიჩრდა.
გვახსოვს ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი, თვეების განმავლობაში მიმდინარე აგრესიული ძალადობრივი დემონსტრანციები. მთელს ქალაქებში, სადაც მოხდა გადაწყვა ავტომობილების, კერძო ქონების დაზიანება და ადამიანების დახოცვა პირდაპირ. ჩვენ ქვეყანაში კიდევ ვიმეორებ, რომ ეს რისკები წინასწარ შევაფასეთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის განცხადებით, არ შეიძლება კრიმინალის განზოგადოება. მან გარანტია მისცა საზოგადოებას, რომ ყველა მოძალადა "სამაგალითოდ დაისჯება".