პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერად თეა წულუკიანი დანიშნა. შეგახსენებთ, რომ წულუკიანი კულტურის მინისტრის პოსტს იკავებს.
"ჩვენს ორ ვიცე-პრემიერს ვნიშნავთ დღეს, ქალბაქტონი თეა წულუკიანი იქნება ვიცე-პრემიერი და ბატონი ლევან დავითაშვილი", - თქვა ღარიბაშვილმა.
ვიცე-პრემიერის პოსტს აქამდე საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი იკავებდა.