5 ივლისის პრემიერის განცხადება გაქვთ ამოჩემებული - წულუკიანი მედიას

გამოქვეყნდა:

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მტკიცებით, პრემიერის 5 ივლისის განცხადება, რომლითაც მან ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები წაახალისა მედიას აქვს ამოჩემებული. 

"თქვენ 5 ივლისის პრემიერის განცხადება გაქვთ ბოდიში ამ სიტყვისთვის, ამოჩემებული და სწორედ თქვენი და სხვა ტელევიზიები ამას ასაღებთ ისე, თითქოს პრემიერმა როდესმე ძალადობა მოიწონა ან ეს ძალადობა წაახალისა. პირიქით, სწორედ მთავრობის იმ სხდომაზე პრემიერმინისტრმა თქვა ის, რაც უნდა ეთქვა ყველა ლიდერს, რომ თავი შევიკავოთ ამა და ამ კონკრეტულ ადგილას, რუსთაველის გამზირზე შეკრებისაგან", - თქვა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის აზრით, ძალიან სამწუხაროა, რომ ლგბტ თემმა არ გაითვალისწინა "ქვეყნის ლიდერის" მოწოდება, რომელიც მხოლოდ მათი ინტერესებიდან იყო გამომდინარე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი