"ძალიან გთხოვთ, მე არ ვიცი რომელ არხს წარმოადგენთ, მაგრამ ჩემი ქვეყნის ჟურნალისტი ბრძანდებით. შეწყვიტეთ ჩემი და ჩემნაირი საქართველოს სხვა მოქალაქეების, ამ ქვეყნის ძალიან დიდი უმრავლესობის დაშინება და შეშინება ევროკავშირით და ამერიკით. იმიტომ, რომ ჩვენ ამ დაშინებით არ შევიცვლით ჩვენ ორიენტაცია - ეს არის ევროატლანტიკური ორიენტაცია".
თქვა მინისტრმა თეა წულუკიანმა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქართველებს ყოველთვის უცხოელებით აშინებენ.