ქართველი ხალხის გადასაწყვეტია ვინ სურთ ქვეყნის ხელმძღვანელად - დეგნანი

გამოქვეყნდა:

ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია თუ ვინ სურთ ქვეყნის ხელმძღვანელად. მან ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია.

"რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო ადამიანებისთვის, იმისთვის რომ მათ გამოხატონ კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, ასევე, ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების უფლება. სამწუხაროდ, 5 და 6 ივლისს ეს ვერ დავინახეთ, თუმცა იმედი მაქვს მომავალში იქნება მეტი დაფასება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია ეს თავისუფლებები და უფლებები. [...]

ქართველი ხალხის გადასაწყვეტია ვინ სურთ მათ ლიდერად, ქვეყნის ხელმძღვანელად მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი დემოკრატიული პროცესის ფარგლებში წარიმართოს", - თქვა კელი დეგნანმა. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ღარიბაშვილისა და მთავრობის გადადგომას კრიტიკული მედია და ოპოზიცია ითხოვს. ეს უტლიმატუმი მათ გუშინ, 5 ივლისს ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცავლების შემდეგ დააყენეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი