დღეს ვხედავთ ძალადობის სერიის გაგრძელებას ხელისუფლების მხრიდან - აცხადებს ნიკა გვარამია საკანონმდებლო ორგანოში და მის გარეთ მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.
მედიის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდე არ უშვებენ.
ნიკა გვარამიას თქმით, ამ ყველაფრით მორიგ ჯერზე ირღვევა ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუცია:
კონსტიტუციური უფლებები დარღვეულია 1 ბრძანებით სამთავრობო დაცვის სამსახურის. ეს ძალადობები უნდა გაჩერდეს და ერთადერთი რაც ამ ძალადობებს გააჩერებს, ამ ეტაპზე, არის მთავრობის სრული შემადგენლობით წასვლა.
წულუკიანს მინდა ვუპასუხო, პოლიტიკური ლეშია, ჩვენზე თქვა ლეშიჭამიაო. ..არ შევეგუებით ჯალათ წულუკიანს, ჯალათ ღარიბაშვილს. ქალბატონო წულუკიანო, ისე მოგიწევთ წასვლა, მაღლა მზე იქნება" ამბობს ნიკა გვარამია.
"ღარიბაშვილი არ გადადგება, გომელაური არ გადადგება. თქვენ გყავთ ის მთავრობა, რომელიც გყავთ და მეტი მოუსმინეთ მთავრობას, რაც უნდა გეზიზღებოდეთ ის" - თქვა დღეს ვიცეპრემიერადაც დანიშნულმა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დარბაზიდან მედია გააძევეს, რის გამოც მხოლოდ სოციალურ ქსელებში, პირდაპირი ჩართვების საშუალებითაა შესაძლებელი იმ ვითარების დანახვა, რაც ამ დროისათვის საკანონმდებლო ორგანოშია.
პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიერაა ბლოკირებული.