შემოიპარნენ პარლამენტში, ეს ნორმალურად მიგაჩნიათ?! - კუჭავა

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მას შემდეგ, რაც დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატები ძალის გამოყენებით გააძევეს, რიგგარეშე სხდომა გახსნა. მისი თქმით, ის რაც პარლამენტში იხილეს მტრის ინტერესებშია. მან ოპოზიციას მიმართა ერთი კითხვა დასვან "ვის აძლევს ეს ხელს".

"ის, რომ შემოიპარა პარლამენტში ის წევრები, ვისაც ამის უფლება არ ჰქონდათ, არც საშვი იყო დაშვებული, უბრალოდ შემოიპარნენ, შემდეგ სასესიო დარბაზში ხდებოდა ეს, ეს ვინმეს მიგაჩნიათ ნორმალურად?! თქვენ, ნებისმიერი თქვენგანი რომ ხელისუფლებაში იყოთ დაუშვებდით მსგავს ფორმას?! თქვენ ამ ორგანოს წევრები ხართ ასევე, მესმის პროტესტი, თქვენ ამის უფლებაც გაქვთ, არის ბიუროც, არის სესიაც, სადაც გაქვთ საშუალება გამოიყენოთ ეს სრულიად. [...] ეს ჩხუბი, აყალ-მაყალი, ბლოკირება პარლამენტმა რომ იმუშაოს, ერთი კითხვა დასვით მხოლოდ, ვის აძლევს ეს ხელს", - თქვა კახა კუჭავამ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. საკანონმდებლო ორგანოში დილიდან არ უშვებენ მედიის წარმომადგენლებსაც. მოგვიანებით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავეს, სხდომის დაწყებამდე ისინი ადგილიდან ძალის გმოყენებით გაიყვანეს.

ამ მომენტისთვის სხდომას "მოქალაქეებისა" და "ევროპელი სოციალისტების" გარდა არცერთი ოპოზიციური პარტია არ ესწრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი