"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, დღევანდელ პარლამენტს მხოლოდ პრემიერის გადაყენების ფუნქცია აქვს და თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ დემოკრატიულმა ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანო უნდა დატოვოს.
ამ გამოცხადებული პოლიტიკური ომის პირობებში ერთადერთი ფუნქცია, რაც ამ პარლამენტს შეიძლება ჰქონდეს, არის ღარიბაშვილის გადაყენება. ან ღარიბაშვილი უნდა იქნეს გადაყენებული ამ პარლამენტის მიერ, ან ამ პარლამენტში დემოკრატიული ოპოზიციის ადგილი არ არის და მათ უნდა დატოვონ ეს პარლამენტი", - თქვა გიგა ბოკერიამ.
ბოკერია მოუწოდებს ოპოზიციას საპარლამენტო ბოიკოტი დაიწყოს.
ამავე თემაზე: