ჩემი რჩევა იყო რომ ასეთ დროს, ხშირად ჰქონდეს საზოგადოებასთან კომუნიკაცია​ - ომბუდსმენისა და პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა

გამოქვეყნდა:

"იყო ძალიან გულწრფელი საუბარი, პრეზიდენტი შეწუხებულა ყველა იმ საკითხით, რომელზეც ვისაუბრე, თუმცა მე მის ნაცვლად განცხადებებს ვერ გავაკეთებ" - ომბუდსმენისა და პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა.

ნინო ლომჯარიას თქმით,  სალომე ზურაბიშვილს ქვეყანაში განვითარებულ და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ესაუბრა.

"ჩვენ გავუგეთ ერთმანეთს და ვფიქრობ, რომ არის საკითხები რომლებსაც ნამდვილად სწორად აფასებს. მე მასთან საუბარში ავღნიშნე, რომ დიდი მნიშვნელობა ექნება ახლა, ალბათ როგორც არასდროს, პრეზიდენტის პოზიციონირებას. ჩემი რჩევა იყო რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით, მითუმეტეს ასეთ დროს, ხშირად ჰქონდეს საზოგადოებასთან კომუნიკაცია და მისი გზავნილები უფრო ხშირად გაჟღერდეს" ამბობს ომბუდსმენი

ნინო ლომჯარია სალომე ზურბიშვილთან შესახვედრად დაახლოებით 1 საათის წინ მივიდა. შეხვედრა დახურული იყო. ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი თავადაც გეგმავს განცხადების გაკეთებას, თუმცა როდის, უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი