პრემიერის ეს განცხადება არის საშიში და უკვე პრემიერიც გახდა ძალიან საშიში - ასე აფასებს "საიას" თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელიც მან დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
ნიკა სიმონიშვილის შეფასებით, ღარიბაშვილის განცხადება კონსტიტუციის მთავარი ღირებულბისთვის - თანასწორობისთვის ხაზის გადასმაა.
ეს არის ხაზის გადასმა კონსტიტუციის ისეთ მნიშვნელოვან დებულებებზე, როგორიც არის თანასწორობის უფლება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ეს არის ნებისმიერი ჩვენგანის უფლება, რომ თანასწორად ვსარგებლობდეთ ამ უფლებებით. არავითარი უმრავლესობა არ უნდა წყვეტდეს იმას, მე ჩემი უფლებით როგორ ვისარგებლებ,“ - ამბობს ნიკა სიმონიშვილი "ბათუმელებთან"
ისე აღარ იქნება, როცა უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრავლესობის ბედს, როცა მათი ძალადობრივი ხელწერით ნებისმიერ გადაწყვეტილებას ღებულობდნენ საქართველოში - თქვა დღეს ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, უმცირესობებთან დაკავშირებით.