პოლიციის მაღალჩინოსანმა ნიკა მელიას აგინა - დაპირისპირება "ოცნების" ოფისთან

გამოქვეყნდა:

ნიკა მელიას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ სამარღანიშვილი "ქართული ოცნების" ოფისთან დაუპირისპირდა და ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მისკენ ფიზიკურად გაიწია.

სამარღანიშვილი მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც მელიამ მას ნარკოლოგიური შემოწმება შესთავაზა - შენ თუ ფხიზელი აღმოჩნდები, პირობას გაძლევ, პოლიტიკურ საქმიანობას შევწყვეტ - მიმართა მელიამ სამარღანიშვილს

პოლიციის მაღალჩინოსანმა ოპოზიციის ლიდერს აგინა.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. პარალელურად, მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტებიც. 


 


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი