ზიზღის ხელისუფლება - პრემიერის და მისი მთავრობის შეთქმულების თეორიები

გამოქვეყნდა:

ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 24 საათში ამ ქვეყნის ხელისუფლების უმაღლესმა პირმა საჯაროდ განაცხადა, რომ არ იღებს პასუხისმგებლობას და არ აპირებს პოსტის დატოვებას.

ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც მოძალადე ბრბოს საკუთარი განცხადებით ფაქტობრივად ნება მისცა უსასტიკესად გასწორებოდნენ ჟურნალისტებს, ახლა უარყოფს თავის სიტყვებს და ამბობს, რომ ძალადობის წინააღმდეგია, მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი აბსურდი რაზეც პრემიერმა მთავრობის სხდომის დასაწყისში ისაუბრა.

ქართული ოცნების ლიდერმა ჩვეულ სტილში ეს ტრაგედია ქვეყნის მესამე პრეზიდენტს დაუკავშირა, ბოლშევიკურ სტილში უმრავლესობის სრული დიქტატი გამოაცხადა და ბოლოს ფანტაზია იქამდეც კი მივიდა, რომ აქციის მონაწილეებს პატრიარქის დაპატიმრების სურვილი მიაწერა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი