რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები მსვლელობით "ქართული ოცნების" ოფისისკენ მიდიან. ამის შესახებ პარლამენტთან შეკრებილებს "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მოუწოდა.
მან მოსახლეობას მოუწოდა ისიც, რომ ხვალ 15:00 საათზე, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვაზე მივიდნენ.
3 საათზე არის გამოსვენება და მერე გავაგრძელებთ მსვლელობას ჯიქიას ქუჩის მიმართულებით. დაკრძალვა არის ჯიქიას ქუჩის ბოლოს, ე.წ. ჯიქიას სასაფლაოზე. ძალიან გთხოვთ, სამზე იოსელიანის 37, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ მსვლელობას, - ამბობს ნიკა გვარამია.