ოცნება ისეთი ორგანიზაციაა, როგორც კი იარაღს ხელში მიაწვდი, მაშინვე ფეხში ისვრის - ელისაშვილი

გამოქვეყნდა:

ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ გიორგი რურუასაც გაათავისუფლებენ. მისი თქმით, ქართულ ოცნებას ელჩების თანდასწრებით ჰქონდა სიტყვა მიცემული და თუ არ სურდა ამ სიტყვის შესრულება, შეეძლო დოკუმენტზე ხელი არ მოეწერა ისევე, როგორც ეს ირმა ინაშვილმა გააკეთა.

ქართული ოცნება ისეთ ორგანიზაციაა, რომ როგორც კი ხელში იარაღს მიაწვდი, იმ წუთას ფეხში ისვრის. არც ინსტრუქცია იცის, არც უნდა ისწავლოს. რაში სჭირდებოდათ რაღაც წერტილი, არ გამოვუშვებთ, პოლიტპატიმრები არ გვყავს. აქ საუბარია, რომ სიტყვა გაქვს ნათქვამი, ელჩების თანდასწრებით, ერთხელ რომ გადაადგე, იმ ხალხმა კიდევ მოითმინა და დაუძახა ორივე მხარეს და თქვა, რომ აგერ ვართ შუამავლები, არავინ არაფერს აძლებდა, მიდით, მოაწერეთ ხელი, - ამბობს ალეკო ელისაშვილი.  

ელისაშვილის თქმით, დაუშვებელია მიცემული სიტყვის დარღვევა, მით უფრო, როცა ასეთი საქციელით ქვეყნის ინტერესებს აზიანებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი