გულ-მკერდის არეში აქვს დაზიანება - "ოცნების'' ოფისთან დაკავებისას "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრი დაშავდა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების'' ოფისთან პოლიციის ძალადობის შედეგად, აქციის ერთ-ერთი მონაწილე, "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრი, თენგიზ კირთაძე დაშავდა. ის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასწრაფო დახმარებამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.

პარტიის წევრის, ალექსანდრე ზიბზიბაძის თქმით, დაკავების დროს თენგიზ კირთაძეს პოლიციელმა წიხლი ჩაარტყა, რის შემდეგაც სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა.

"გულ-მკერდის არეში აქვს დაზიანებული მიღებული, ველოდებით რენდგენის პასუხს და ვნახავთ რა შედეგი იქნება. დაზიანება მიიღო დაკავებისას, მე როგორც ვხვდები, ღარიბაშვილის მთავრობა აგრძელებს თავის სადამსჯელო ოპერაციებს და ახლა უკვე მომიტინგეებისა და მხარდამჭერებს დაერია",- ამბობს "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრი, იმედა კლდიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გაიმართა აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან . აქტივისტებმა "ოცნების" შენობას საღებავები შეასხეს და კვერცხები ესროლეს.  აქციის მონაწილეები ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გუშინ "ქართული ოცნების" ოფისთან აქციაზე პოლიციამ 12 პირი დააკავა. მათგან 2 გვიან ღამით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დაკავებულებს შორის იყო  მოძრაობა "სირცხვილიას'' ოპერატორი ლუკა იმედაშვილი და "გირჩი-მეტი თავისუფლების" ორი წევრი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი