საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მთავრობას მოუწოდეს, შეწყვიტონ "განხეთქილების გამომწვევი" განცხადებების გაკეთება.
"ჩვენ, დიპლომატებს, გუშინ შეხვედრა გვქონდა შსს-ში. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ დიდი იმედგაცრუება, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისა და თბილისში 5 ივლისს ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო. განხეთქილების გამომწვევი სიტყვების ნაცვლად, მთავრობას მოვუწოდებთ აიღოს ვალდებულება, დაიცვას ყველა, მათ შორის უმცირესობა და პრესა", - წერს ელჩი.
ელჩებმა გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა ისე დატოვეს, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.