აღშფოთებული ვარ ძალადობით, რომელიც სიკვდილით დასრულდა - კინზიგერი ლაშქარავაზე

გამოქვეყნდა:

კონგრესმენ ადამ კინზიგერის ოფისი "ამერიკის ხმასთან" ოპერატორ, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

სენატორი აღშფოთებულია ძალადობით, რომელიც სიკვდილით დასრულდა. ის იმედოვნებს, რომ დამნაშავეების გასამართლებისას სასამართლო დამოუკიდებელი იქნება.

"კონგრესმენი ძალადობით აღშფოთებულია, რომელიც ახლა სიკვდილით დასრულდა, და ის მოუწოდებს ყველა მხარეს შეინარჩუნოს სიმშვიდე. მათ, ვინც დააკავეს, პასუხი უნდა აგონ მათ დანაშაულებზე. ის იმედოვნებს სასამართლო იქნება დამოუკიდებელი", - განუცხადა კონგრესმენის ოფისმა "ამერიკის ხმას".

ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით, დედამ საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. მას 5 ივლისს აქციაზე ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც ლაშქარავას ოპერაციაც გაუკეთდა. 

მისი გარდაცვალების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე აქცია გამართეს და ირაკლი ღარიბაშილის გადადგომა მოითხოვეს, თუმცა პრემიერმა თანამდებობა არ დატოვა, ამას მედიის წარმომადგენლების კიდევ ერთი აქცია მოჰყვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი