"ოცნების" რეჟიმი აუცილებლად წავა, უკან დახევა არ იქნება არცერთი ნაბიჯით - მელია

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ უკან არ დაიხევენ და "ქართული ოცნების" ხელისუფლება აუცილებლად წავა. ამ თემაზე მან მედიასთან ლექსო ლაშქარავას სამოქალაქო პანაშვიდზე მისვლის შემდეგ გააკეთა.

"არ არსებობს სხვა გამოსავალი, რომელსაც "ქართული ოცნება" იპოვის გარდა ხელისუფლებიდან წასვლისა. ეს ხელისუფლება, ეს რეჟიმი დგას თავიდან ბოლომდე მოძალადეებზე, კრიმინალებზე,  როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე პოლიციაში, პოლიციის მაღალჩინოსნებს შეხედეთ ხალხო[...] ეს რეჟიმი როგორც ერთი ისე წავა, აუცილებლად წავა, უკან დახევა არ იქნება არცერთი ნაბიჯით", - თქვა ნიკა მელიამ. 

მისი განცხადებით, ბოლო 3-4 დღეა, მთელი ფული და რესურსი იხარჯება ლექსო ლაშქარავას დისკრედიტაციისთვის, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს. 

ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ცოტა ხნის წინ დახრილი კამერებისა და ტაშის ფონზე გამოასვენეს. პროცესია ამ წუთებში ჯიქიის სასაფლაოსკენ მიემართება, გზაში მოქალაქეები მას ტაშით, გაბმული სიგნალებით აცილებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი