"ოცნების" დაპირისპირება დასავლეთთან გრძელდება - პარტიის ლიდერები ახალი გზავნილებით უკმაყოფილოები არიან

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი დაპირისპირება დასავლეთთან - მმართველი პარტიის ლიდერები ვაშინგტონს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ.

უმრავლესობის წევრების უკმაყოფილების მიზეზი კომპანია "ფრონტერას" საკითხზე ამერიკელი სენატორების კრიტიკა გახდა.

პოლიტპატიმრების საკითხთან ერთად ამერიკელი პოლიტიკოსები საქართველოში ამერიკული ბიზნესის ჩაგვრაზეც საუბრობენ. "ქართული ოცნება" კი ამტკიცებს, რომ ეს სამართლებრივ საკითხებზე უხეში რეაგირებაა. დასავლეთი კი საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ მოუწოდებს, დაიცვას ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებები და  მართლმსაჯულების თავისუფლება. ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები ამბობენ, რომ ამისთვის აუცილებელია, ქვეყანაში პოლიტპატიმრები აღარ არსებობდნენ და ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შემდეგ, გიორგი რურუაც გათავისუფლდეს. 

როგორც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის წევრი მაიკლ გალერი "მთავარ არხთან" საუბრისას აცხადებს, გიორგი რურუას პრეზიდენტის შეწყალება არ სჭირდება, რადგან ის წინასწარ პატიმრობაშია და საკმარისია სასამართლომ სამართლიანი განაჩენი გამოიტანოს. 

ყველანი კმაყოფილები ვართ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა ასევე დარწმუნებული ვიყავი, რომ კონსტიტუციურ ცვლილებების პროცესი დაიწყებოდა.

რაც შეეხება გიორგი რურუას საკითხს, ის წინასწარ პატიმრობაშია და პრეზიდენტს მისი შეწყალება არ სჭირდება. პოლიციამ და პროკურატურამ კანონის სრული დაცვით უნდა იმოქმედოს, - აცხადებს გალერი. 

ევროპელი პოლიტიკოსები ცალსახად მიუთითებენ, რომ ოქრუაშვილსა და უგულავასთან ერთად კრიტიკული აუცილებლობაა გიორგი რურუას გათავისუფლებაც. მათი განცხადებით, მარტის შეთანხმების სრულად შესასრულებლად და არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად აუცილებელია, შეთანხმების ყველა პუნქტი პირნათლად იქნას შესრულებული და საქართველომ აჩვენოს, რომ დემოკრატიული ქვეყანაა. 

ხვალ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში განვითარებულ პროცესებზე ევროპარლამენტში ისაუბრებენ. საქართველოს გარდა, განხილვის მთავარი თემა უკრაინაც იქნება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი