მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საჯაროდ დაგმონ ეს ძალადობა - სახ.დეპი 5 ივლისზე

გამოქვეყნდა:

"რაც შეეხება პოლიტიკურ აქტორებს საქართველოში, კვლავაც მოვუწოდებთ მათ, რომ საჯაროდ დაგმონ ეს ძალადობა", - ეს განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

პრაისმა ხელისუფლებასა და სამართალდამცველებს შეახსენა, რომ მათი პასუხისმგებლობაა ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა.

"ლიდერებს საქართველოში და სამართალდამცველ უწყებას შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობას, რომ დაიცვან ყველას კონსტიტუციური უფლება. შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობასაც, რომ დაიცვან ჟურნალისტები და მედიის თავისუფლება. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ საქართველოში ყველამ, მათ შორის ხელისუფლებამ, საჯაროდ დაგმოს ასეთი ძალადობა. მისი ადგილი არაა დემოკრატიაში... გვინდა დავინახოთ, რომ ყველა ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხი აგოს. რაც შეეხება პოლიტიკურ აქტორებს საქართველოში, კვლავაც მოვუწოდებთ მათ, რომ საჯაროდ დაგმონ ეს ძალადობა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, გავიმეორებ, ჩვენ მოწოდებას ზედმიწევნით გამოიძიონ ეს საქმე და შედეგად სამართლის წინაშე აგონ პასუხი ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენებმა", - ამბობს ნედ პრაისი. 

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი