გაერთიანებული ოპოზიცია 20 ივნისის სისხლიანი აქციის წლისთავზე კვლავ აქციის ჩატარებას გეგმავს

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია ერთიანობის შენარჩუნებას აპირებს და გეგმავს, რომ ვიდრე ხელისუფლება გიორგი რურუას არ გაათავისუფლებს, ერთიანი ფრონტით ბრძოლას განაგრძობენ. ხელისუფლების ოპონენტებს საერთაშორისო ზეწოლის გაგრძელების იმედიც აქვთ. 

საპატიმროდან გათავისუფლებული გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი დღეს პირველად დაესწრნენ ოპოზიციის შეხვედრას და ერთიანობისა და სიმტკიცისათვის მათ მადლობა გადაუხადეს. ორივე პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ამ ერთიანობითა და ხელისუფლებაზე ზეწოლით შეძლეს მათ საპატიმროს დატოვება. 

მთავარ საკითხად "მთავარი არხის" ერთერთი დამფუძნებლის გიორგი რურუას გათავისუფლება რჩება, რაც ოპოზიციას საშუალებას მისცემს, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობას დაუბრუნდეს.

დღევანდელ შეხვედრაზე დადასტურდა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას ეყოლება საერთო მაჟორიტარი კანდიდატები, მიუხედავად იმისა, რომ პარტიების ნაწილი დამოუკიდებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და საარჩევნო სპექტრი მრავალპარტიული იქნება. აქვე გამოიკვეთა ოთხი ლიდერი, რომლებიც მაჟორიტარულ ოლქებში კენჭისყრას აპირებენ - ესენია გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი ვაშაძე და შალვა ნათელაშვილი.

მთავრობა გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას ლეგიტიმურად არ მიიჩნევს და არ აპირებს ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. მათი თქმით, დაუშვებელი და ცინიკურია ერთ ადამიანსა და საკონსტიტუციო ცვლილებებს შორის ტოლობის წერტილის დასმა.  

დღევანდელ შეხვერდრაზე ოპოზიციამ ერთიანი აქციის ჩატარების გადაწვეტილებაც მიიღო. 20 ივნისის სისხლიანი აქციის წლისთავზე ისევ პარლამენტთან შეკრება დაიგეგმა. აქციის ფორმატი ჯერჯერობით არ არის დადასტურებული და ის დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი