ხელისუფლების ბოიკოტი ჟურნალისტებს - "ოცნების" წევრები იმ 4 ტელეკომპანიის ჟურნალისტებს, რომლებმაც გუშინ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეაჩერეს კომენტარებს არ აძლევენ.
დეპუტატები მზეზად იმას ასახელებენ, რომ მედიასაშუალების ხელმძღვანელებმა და სახეებმა პოლიტიკურ აქტივობას თავი უნდა დაანებონ.
"ბოიკოტზე არ მოვდივართ, კომენტარს არ გაძლევთ მანამ სანამ ეს ტელევიზიების ხელმძღვანელები და მათ შორის სახეები დაკავებული არიან ადამიანის სიკვდილზე პოლიტიკური დივიდენტების დაწერით და პოლიტიკურ მოღვაწეობაში შემოდიან ადამიანის სიკვდილზე პოლიტიკური დივიდენდის დაწერით მანამდე კომენტარს არ გაძლევთ", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მან ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მანამ სანამ "იქნება კამპანია, რომელიც აგებულია ამორალურზე" ხელისუფლება კრიტიკული მედიის კითხვებს არ უპასუხებს.
შეგახსენებთ, რომ "მთავარმა" "ფორმულამ" "ტვ პირველმა" და "კავკასიამ" მაუწყებლობა ბოიკოტის ნიშნად 14 ივლისს 24 საათით შეაჩერეს. ჟურნალისტების მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა დამნაშავე!