ამერიკის საელჩოს მკაცრ კრიტიკას, რომ მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნით, 19 აპრილის შეთანხმების პირობები დაარღვია, "ქართული ოცნება" ოპოზიციაზე თავდასხმით პასუხობს.
"ქართული ოცნების" ლიდერი შალვა პაპუაშვილი "ფეისბუქზე" წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმებას 9 ოპოზიციური პარტიიდან ხელი მხოლოდ 6-მა მოაწერა
"9 საარჩევნო სუბიექტიდან 19 აპრილის შეთანხმებას მხოლოდ 6-მა სუბიექტმა მოაწერა ხელი:
- ქართული ოცნება
- ევროპელი სოციალისტები
- მოქალაქეები
- ლელო
- სტრატეგია აღმაშენებელი
- გირჩი
სხვათა შორის, ოპოზიციური დეპუტატების ნახევარზე მეტს ხელი დღემდე არ მოუწერია და არც დაპირებული დეპოლარიზაცია ჩანს ჰორიზონტზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვასრულებთ შეთანხმებას. ეს ისე, ცნობისთვის.
ამ 6-დან 3 სუბიექტი - ქართული ოცნება, მოქალაქეები, ევროპელი სოციალისტები - მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევაში.
ისმის კითხვა: ვინ დაარღვია შეთანხმება? - წერს პაპუაშვილი
ამავე თემაზე:
19 აპრილის შეთანხმება ვერ შესრულდა - აშშ-ს საელჩო უზენაესის მოსამართლეების დანიშვნაზე