საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერები, მამა-შვილი გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები განყოფილებაში გადაიყვანეს. მათ მედიასთან თქვეს, რომ გამოკითხვაზე თავად მიდიან.

გურამ ფალავანდიშვილის თქმით, მათ სახლში პოლიციამ კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი იპოვა.

"ჩვენ ვართ კანონმორჩილი ხალხი, თუ ეს კანონები არ ეწინააღმდეგება 10 მცნებას. თუ 10 მცნებას ეწინააღმდეგება, ვერც ამერიკის ელჩი, ვერც თურქეთი და ვერც პუტინი ვერ დაგვაძალებს [...] გამოვთქვამთ წუხილს, რომ არ აკავებენ ძალადობის ინიციატორებს - "თბილისი პრაიდს" და მედია ტერორისტებს, ტელევიზიებს.

არ მაქვს მოლოდინი, რომ დამაკავებენ", - თქვა გურამ ფალავანდიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჩხრეკის შემდეგ განყოფილებაში გადაიყვანეს "ალტ ინფოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურა მახარაძეც. მისი ცოლი ადასტურებს, რომ პოლიციამ მათი სახლიდან გარკვეული ნივთებიც წაიღო. პოლიციამ დღეს დილით გაჩხრიკა ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების ლიდერი, კონსტანტინე მორგოშიაც. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი