პრორუსული, ჰომოფობიური და ძალადობრივი "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ მახარაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. სამართალდამცავებმა დღეს დილით გაჩხრიკეს მისი სახლიც.

მახარაძის ცოლის, ლიკა კასრაძის თქმით, სახლი დილის 9-ის ნახევარზე გაჩხრიკეს და რაღაც ნივთებიც წაიღეს, თუმცა კონკრეტულად რა, ამას არ აკონკრეტებს:

"დიახ რაც დააინტერესდა გამოძიებას წაიღეს. მოსვლის მიზეზი თქვეს, მაგრამ თქვენ გაარკვიეთ, დააინტერესდათ რაღაც პროცედურულად და ჩაატარეს ეს პროცედურა. დაკითხვა არის თუ სხვა პროცედურა არ ვიცი, სამართალდამცავებმა სთხოვეს და გაყვა", - თქვა ცოლმა. 

შეგახსენებთ, რომ მახარაძის გარდა დღეს დილით პოლიციამ გურამ ფალავანდიშვილისა და კონსტანტინე მორგოშიას სახლებიც გაჩხრიკა. 

შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს "ალტ ინფოს" ვებგვერდი გაუთიშეს.

ცნობისთვის, ფალავანდიშვილი და მახარაძე 5 ივლისს გამართული ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები არიან. ისინი წლებია ჰომოფობიურ განცხადებებს და მოწოდებებს ავრცელებენ, ასევე, თითქმის ყველა ჯერზე მათ მიერ იყო ორგანიზებული "თბილისი პრაიდის" ღონისძიების საწინააღმდეგოდ გამართული აქციები. "ალტ-ინფო" და მისი გადაცემები კი პირდაპირ ძალადობრივ მოწოდებებს ტირაჟირებენ, მათი ეთერიდან ისმის მუქარა განსხვავებული ორიენტაციისა თუ შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი