"გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი" - პრემიერის სახლთან ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების აქციაა. ტერიტორიაზე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა.

ცოტა ხნის წინ, ღარიბაშვილის სახლთან დაპირისპირებაც იყო.

პოლიცია აქტივისტებს წარწერის გაკეთების საშუალება არ აძლევდა, წაართვეს საღებავები და დააკავეს ერთი პირი, რომელიც წარწერა "მკვლელის" გაკეთებას ცდილობდა. 

"დაისაჯონ დამნაშავეები", "გადადგეს მკვლელი მთავრობა" - ასეთი შეძახილები ისმის ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი