მთავრობამ ბანაკის ტიპის შეკრებები აკრძალა - ჯაფარიძე ამ ფორმის ყრილობას მართავს

გამოქვეყნდა:

მას შემდეგ, რაც მთავრობამ ბანაკის ტიპის შეკრება აკრძალა "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ამ ტიპის პარტიის ყრილობა დააანონსა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა და მსურველები ზემო სვანეთში დაპატიჟა.

პარტია წერს, რომ ბანაკის თემა "მთები და თავისუფლებაა" და ის 26-31 ივლისს გაიმართება.

"გავერთობით, ვილაპარაკებთ, ვიკამათებთ, ვიდებატებთ. დებატებში მე დავიცავ სხვადასხვა იდეოლოგიურ პოზიციებს, ნებისმიერს გარდა კლასიკური ლიბერალიზმისა", - წერს ზურა ჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ მთავრობა კორონავირუსის გამო ქვეყანაში ახალ აკრძალვებს და რეგულაციებს აწესებს. კერძოდ:

  • ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება დასაშვები.
  • იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.
  • 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვები იქნება მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი