სალომე სამადაშვილის განცხადებით, კვირას, 18 ივლისს, პარლამენტში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის მოსმენას ყველა დაშავებული ჟურნალისტი უნდა დაესწროს, ის მათთვის საშვების დაშვებას მოითხოვს:
"საქართველოს პარლამენტში გომელაურის გამოსვლას ყველა დაშავებული ჟურნალისტი უნდა დაესწროს. მოვითხოვთ ოფიციალურად მათთვის საშვების დაშვებას. ვნახავთ, გაბედავს თუ არა ხელისუფლება პარლამენტის, უმაღლესი წარმომადგელობითი ორგანოს კარის ჩაკეტვას ძალადობის მსხვერპლთათვის!", - წერს სამადაშვილი.
ცნობისთვის, 5 ივლისს ძალადორბივი და რადიკალურმა ჯგუფებმა 53 ჟურნალისტს სცემეს.