დასავლეთიდან მომდინარე უმძიმესი დიპლომატიური გზავნილების ფონზე, "ქართული ოცნება" თავის მართლების რეჟიმში გადადის. მმართველი პარტიის ლიდერები აქვეყნებენ გზავნილს, რომელშიც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ არ დაურღვევიათ შარლ მიშელის შეთანხმება და მოსამართლეების დანიშვნის პროცესი პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად განახორციელეს.
"ოცნების" ლიდერებმა, ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა ანუ მმართველი პარტიის იმ წევრებმა, ვინც ევროკავშირის მედიაციით პოლიტიკური დიალოგში მონაწილეობდნენ, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ტრადიციულად თავი იმართლეს და ყველაფერი ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერ ქმედებებს დააბრალეს. ამტკიცებენ, რომ სწორედ მათ მიაწოდეს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს დამახინჯებული ინფორმაცია.
იხილეთ ასევე: