კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოში პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას მიესალმება

გამოქვეყნდა:

კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას მიესალმება და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმების სრულად შესრულებას მოელის. შეთანხმების სრულად შესრულება კი, სწორედ გიორგი რურუას გათავისუფლებასა და საკონსტიტუციო ცვლილებებს გულისხმობს. ამის შესახებ  კინზინგერის ოფისმა საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტს გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით „ამერიკის ხმის“ შეკითხვის პასუხად განაცხადა.  

კონგრესმენს ეს ამბავი ახარებს და მოელის, რომ იხილავს ამ შეთანხმების შესრულებას. ის უგზავნის მილოცვას ჩვენს საელჩოს შეთანხმების განსახორციელებაში შეტანილი წვლილისთვის, - აცხადებენ კონგრესმენის ოფისში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი