კალაძესთან დაახლოებული სპორტსმენების კომპანიები მეტროს სამუშაოებს აწარმოებენ - ლევან ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

კახი კალაძესთან დაახლოებული სპორტსმენების კომპანიები, რომლებიც თბილისის მეტროში ასრულებენ სამუშაოებს - ამ საკითხის გარკვევას ლევან ხაბეიშვილი საკრებულოს სარევიზიო კომისიის დღევანდელ სხდომაზე შეეცდება. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატისთვის არასანდოა კომპანიები, რომლებიც მაღალი ძაბვის გამართვიანობაზე არიან პასუხისმგებელი. ხაბეიშვილის ვარაუდით, ისინი მხოლოდ პირადი ნაცნობობით შეირჩნენ.

ორი თვით ადრე დაფუძნებული კომპანიები ასე პირდაპირ ჩაუშვეს მეტროში და მაღალ ძაბვასთან მუშაობენ და როგორ მოხდა ასევე ის, რომ თურმე თურქულ კომპანიას დაესიზმრა და ასე სპორტის ყოფილი მინისტრის კომპანია მოძებნა, ფეხბურთელ გიორგი ნემსაძის ბიზნეს პარტნიორი და რანაირად მოხდა ისე, რომ სპორტსმენებთან დაახლოებული, ფეხბურთელებთან დაახლოებული მოხვდნენ პირდაპირ მეტროს მაღალი ძაბვის კაბელებთან. ამიტომ, მნიშნელოვანია დღევანდელი სარევიზიო კომისიის სხდომაზე მოხდეს კონკრეტული პასუხების გაცემა, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი