
საარჩევნო სტრატეგია, გაერთიანებული ოპოზიციის სხვა პარტიებთან თანამშრომლობა და უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა - ეს ის საკითხებია, რომლებზეც დღეს ოპოზიციური პარტიების ლიდერები "ახალი საქართველოს" ოფისში იმსჯელებენ. ერთ-ერთი საკითხი მაჟორიტარულ ოლქებში მანდატების განაწილებაც იქნება. როგორც ცნობილია, ოპოზიცია რიგ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების წარდგენას აპირებს.
ჩვენ გვექნება მსჯელობა საარჩევნო სტრატეგიაზე, უმძიმეს ვითარებაზე ეკონომიკური თვალსაზრისით, რაც ქვეყანაშია და იმ კონკრეტულ, ასე ვთქვათ, სამოქმედო გეგმას ჩამოვაყალიბებთ, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ ამომრჩეველთან დავიწყოთ კომუნიკაცია და ურთიერთობა. ასე რომ, გვექნება როგორც მაჟორიტარულ ოლქებზე, ასევე გვექნება იმ პოლიტიკური სუბიექტების სურვილებზე საუბარი, ვისაც უნდა შემოსვლა გაერთიანებულ ოპოზიცია "ძალა ერთობაშიაში", - განაცხადა "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ.