ტელეკომპანია "ფორმულას" ტელეწამყვანი ვახო სანაია, კრიტიკული მედიის მიმართ პრემიერმინისტრის ბოიკოტს ეხმაურება. სანაია ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შეშინებულია და გაურბის 5 ივლისის მოვლენებსა და ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს.
ვახო სანაიას თქმით, პრემიერი პატრიარქთან დღეს ფოტოს გადასაღებად მივიდა და ამ ჟესტით საზოგადოების "დაბოლება" სცადა
"პრემიერმინისტრი არის შეშინებული, მას ეშინია შეკითხვების. ეშინია შეკითხვების ლექსოსთან დაკავშირებით, იმ ჯოჯოხეთის შესახებ, რაც აქ მოგვიწყვეს, ყველაფრის ეშინია და გარბის. ჩვენ ვნახეთ, როგორ გაიქცა პრემიერმინისტრი, როცა მას შეკითხვა დაუსვეს, როგორ იმალება, როგორი წაშლილი სახით დადის.
მის უწმინდესობასთან, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ფოტოს გადასაღებად მივიდა და იქ სხვებთან ჰქონდათ კონსულტაცია საპატრიარქოს ადმინისტრაციაში და პატრიარქთან ის მივიდა ერთადერთი რაღაცისთვის, ფოტო რომ გადაეღო და ვითომ გვაბოლებს აქ რაღაცას",-თქვა ვახო სანაიამ.
ამავე თემაზე: