ჟურნალისტები ვახტანგ გომელაურს პარლამენტთან ხვალ, 12:00 საათიდან დახვდებიან

გამოქვეყნდა:

​ხვალ, 18 ივლისს 12:00 საათზე მედიის წარმომადგენლები პარლამენტთან შს მინისტრს დახვდებიან. განცხადება "ფორმულას" ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ აქციაზე გააკეთა.

შინაგან საქმეთა მინისტრო, ვახტანგ გომელაური ხვალ პარლამენტში დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

"ხვალ, ამ შენობაში მოდის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ჩვენ ხვალ ვიკრიბებით აქ. მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, არ გადაკეტოს საკანონმდებლო ორგანოს კარები, როგორც ეს გააკეთა წინა შემთხვევაში. ჩვენ გვაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ სხდომაზე გამოვჩნდეთ. მინდა მივმართო ოპოზიციის წარმომადგენლებს, თქვენ უნდა იყოთ ჩვენი ხმა, იმ ტყუილებს თქვენ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა. ჩვენ 12:00 საათზე ვიქნებით საქართველოს პარლამენტთან და გაჩვენებთ რა შეგვიძლია",-თქვა ვახო სანაიამ.

საკანონმდებლო ორგანოში ვახტანგ გომელაურს 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მოუსმენენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი