რა ხდება რეალურად ფონიჭალაში იმ ადგილას, რომლის კადრებსაც შსს ლექსო ლაშქარავას საქმის ფარგლებში ავრცელებს. "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ქეთა ციცქიშვილი სწორედ ამ ადგილას ჩავიდა და ამ ყველაფრის გარკვევას შეეცადა. მან ადგილზე ნარკოტიკული საშუალებაც შეიძინა იმის საჩვენებლად, რომ ფონიჭალაში ეს ძალიან მარტივად ხდება. ამის შემდეგ ქეთამ საპატრულო პოლიციას მიმართა. დღეს კი, სულ ცოტა ხნის წინ,
ფონიჭალაში სპეცოპერაცია ჩატარდა და ნარკორეალიზატორები დააკავეს.
ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით, დედამ საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. მას 5 ივლისს აქციაზე ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც ლაშქარავას ოპერაციაც გაუკეთდა.
მისი გარდაცვალების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე აქცია გამართეს და ირაკლი ღარიბაშილის გადადგომა მოითხოვეს, თუმცა პრემიერმა თანამდებობა არ დატოვა, ამას მედიის წარმომადგენლების კიდევ ერთი აქცია მოჰყვა.
სიუჟეტი მომზადებულია შაბათის ერთიანი ეთერის ფარგლებში. ავტორი: "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ქეთა ციცქიშვილი