მკვლელობა სიკვდილის შემდეგ | ლექსო ლაშქარავას საქმე და სხვა გახმაურებული მკვლელობები

გამოქვეყნდა:

შეტევა სოციალური ქსელით, რომლის ერთადერთი მიზანიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მირ მოგონილი ვერსიის გამყარება და 5 ივლისს მოკლული ლექსო ლაშქარავას დისკრედიტაცია იყო. შეტევა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, ვიდრე გომელაურის უწყებაში პირველი ბრიფინგი ჩატარდებოდა, სადაც მინისტრის მოადგილემ მინიშნებები სწორედ ზედოზირებაზე გააკეთა.

როცა ჩაფიქრებული შედეგი ხელისუფლებამ მისი ტროლ-ბოტების ამოქმედებით ვერ მიიღო, კიდევ ერთი მეთოდი გამოიყენეს. გომელაურის უწყება იძულებული გახდა დაახლოებით 700$ მათ გავრცელებაში გადაეხადა და საკუთარი მასალის დასპონსორება დაიწყო.

ხშირად, შსს და ხელისუფლება ოფიციალურ განცხადებას არც აკეთებს და ამის გარეშე ცდილობს მოსახლეობაში მცდარი აზრისა და დამოკიდებულების შექმნა. აკეთებენ მინიშნებებს, სამაგიეროდ მათ მიერ შექმნილი ყალბი გვერდები, დაქირავებული ადამიანები თუ "ქართული ოცნების" აიპ-ებსა და სიპ-ებში დასაქმებული თანამშრომლები პირდაპირ აჟღერებენ მათ სათქმელს.

სიუჟეტში საუბარია როგორს ლექსო ლაშქარავას, ისე თემირლან მაჩალიკაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის საქმეებზე.

სიუჟეტი მომზადებულია შაბათის ერთიანი ეთერის ფარგლებში. ავტორი: "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ეკა გაგუა

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი