უმკაცრესი კრიტიკის და უპრეცენდენტო წერილების ფონზე ევროპარლმენტმა დღეს საქართველოს საკითხის განხილვა დაიწყო. მსჯელობის მთავარი თემა საქართველოს ხელისუფლების მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა.
ანალიტიკოსები სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ საარჩევნო წელს, საერთაშორისო პარტნიორების ტონი კიდევ უფრო გამკაცრდება.
ასოცირების შეთანხმების შესრულების მხრივ არსებობს პრობლემები, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში. ეს კრიტიკა მუდმივად გაისმოდა, მაგრამ უფრო მაინც შერბილებული. წელს არჩევნების წელია. არჩევნები ითვლება მთავარ ტესტად დემოკრატიაზე და როცა დაინახეს მათ, რომ არის მცდელობა გადაგდების მთავარი მმართველი პარტიის მხრიდან, ბუნებრივია, გამძაფრდა მათი მხრიდან კრიტიკა. ამ ფონზე უფრო გამძაფრდება ის კრიტიკა, რომელიც აქამდე რბილად ისმოდა, - აცხადებს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი თორნიკე შარაშენიძე.