ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ 2012 წლამდე არ მოუსმენია არც ამერიკის და არც ევროპის კრიტიკა სასამართლოზე, საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი ეხმაურება.
როგორც ის Twitter-ზე წერს, ეს სიმართლე არაა.
"ეს ტყუილია. გადახედეთ ადამიანის უფლებების მოხსენებას - იქ ყოველთვის იყო კრიტიკა "ნაციონალური მოძრაობის" ეპოქის სასამართლოსთან დაკავშირებით. გაითვალისწინეთ 2011 წელი - "ტყუილი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები", "ოფიციალური პირების მიერ პატიმრების ბოროტად გამოყენება", "სასამართლო ხელისუფლებამ განაგრძო ქმედება მმართველი პარტიის სასარგებლოდ" - წერს კელი.
აქვე, განმარტავს, რომ ეს საქართველოს წინა ხელისუფლების სასამართლო სისტემის მიმართ აშშ-ის მხრიდან კრიტიკის მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. კელი წერს, რომ "ქართველებმა უნდა იცოდნენ სიმართლე".
"ჩვენ, ამერიკელებმა ვიცით ისეთი ლიდერის საშიშროება, რომელიც ქმნის საკუთარ ფაქტებს და სიმართლეს [გაურბის]", - წერს კელი.
იხილეთ ასევე: