პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს, ხოლო მედიას საკანონმდებლო ორგანოში ჩვეულ რეჟიმში, წინასწარ შეთანხმებული გადამღები ჯგუფების რაოდენობისა და საშვების საფუძველზე დაუშვებენ.
„18 ივლისს, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა, რომელთა დაშვება ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება წინასწარ შეთანხმებული გადამღები ჯგუფების რაოდენობისა და საშვების საფუძველზე.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარლამენტის ავრცელებს.
დღეს საკანონმდებლო ორგანოში შს მინისტრი მოვა. ვახტანგ გომელაურთან კითხვები 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აქვთ.
რიგგარეშე სესია 12:00 საათზეა ჩანიშნული.