როდესაც აცხადებენ, რომ ჟურნალისტებმა წითელი ხაზები გადაკვეთეს, ეს არის ახალი ძალადობისთვის ფონის მომზადება - ასე აფასებს "ლელოს" წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებებს, ბოიკოტთან დაკავშირებით.
ანა ნაცვლიშვილმა საკანონდებლო ორგანოში დრეს არსებული მდგომარეობაც შეაფასა, როდესაც შს მინისტრის დასახვედრად უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს და შეზღუდვები დააწესეს:
"იმ პირობებში, როდესაც ჟურნალისტებს გადაუარეს, საშინელი დანაშუალებია ჩადენილი და ამ დროს, ოცნება გიცხადებთ ბოიკოტს და აცხადებს რომ თქვენ რაღაცა წითელი ხაზები გადაკვეთეთ, ეს არის თქვენს წინააღმდეგ ახალი ძალაოდბისთვის ფონის მომზადება და წახალისება" - ამბობს ანა ნაცვლიშვილი