გომელაური დაბურული "მარშრუტკით" შეიპარა პარლამენტში - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში მიკროავტობუსით შეიპარა.

ნიკა გვარამიას თქმით, ახლა მედიის წარმომადგენლები პარლამენტის წინ იქნებიან და იქიდან მოუსმენენ გომელაურს.

"ვახტანგ გომელაური პარლამენტის შენობაში შეიპარა დაბურულმინებიანი სამარშრუტო ტაქსით. ხო ნახეთ დაბურუმლინიებიან ე.წ. მარშუტკა, ამით შეიპარა შინაგან საქმეთა მინისტრი. ვისი უსაფრთხოება უნდა დაიცვას მინისტრმა, რომელსაც ჩვენი დანახვისაც კი ეშინია და ჩვენ რომ ის არ დავინახოთ, იმისიც ეშინია. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ მეგობრებო. ეს არის ჩამოშლილი, სამარცხვინო, მშიშარა მთავრობა და კურდღლები მთავრობაში ვერ იქნებიან, გამორიცხულია, ბუნების კანონს ეწინააღმდეგება.

ახლა რას ვაპირებთ? დაცინვას ვაპირებთ და მოსმენას რა სისულელეებს ილაპარაკებს.

აქ ვიდგებით ჯერჯერობით, აქედან მოვუსმენთ, ვნახოთ, ვინ მოვა მეორე მარშუტკით იმას დაველოდებით. სუს-ის უფროსი რომ მოვა ტროლეიბუსით შევიდეს, ჩემგან ურჩიეთ",-თქვა ნიკა გვარამიამ

პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს გარეთ შეკრებილი არიან მედიამენეჯერები და ჟურნალისტები და ითხოვენ კითხვებზე პასუხს, რატომ არ დაიცვა პოლიციამ უსაფრთხოების ზომები, რატომ სცემეს მოძალადეებმა 50-ზე მეტ ჟურნალისტს, რატომ გაუსწორდნენ სასტიკად ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც საკუთარ მოვალეობას ასრულებდა და რომელიც ამ მოვლენებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი