პარლამენტმა 52 ოპოზიციონერისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი ჩააგდო

გამოქვეყნდა:

პარლამენტმა 52 ოპოზიციონერი წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი კენჭისყრაზე ჩააგდო. პარლამენტმა თითოეული ოპოზიციონერი წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ცალ-ცალკე უყარა კენჭი.

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობაში რამდენიმე თვე არ მონაწილეობდნენ.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დაითვალა მათი გაცდენები და თითოეულ დეპუტატთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნა მოამზადა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით არ დაუჭირეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი