ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გომელაურის გამოსვლის წინ საპროტესტო პლაკატები გაშალეს - დარბაზში დაპირისპირებაა

გამოქვეყნდა:

პარლამენტში, სადაც შს მინისტრი ვახტანგ გომელაური მივიდა, ჟურნალისტებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, საპროტესტო პლაკატები მიიტანეს ირაკლი ღარიბაშვილის გამოსახულებით, სადაც მისი გადადგომის მოთხოვნაა.

პერფორმანსმა "ქართული ოცნების" დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია. ისინი დარბაზში დადიან და ღარიბაშვილისგამოსახულებიან პლაკატებს ოპოზიციას ართმევენ და ჯიბეში იდებენ.

პარალელურად საპროტესტო ბანერი გადმოფინეს ჟურნალისტებმა სხდომათა დარბაზში - "დასაჯეთ მოძალადეები", "აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა"

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი