
შეზღუდვები საგანგებო მდომარეობის გარეშე - ცვლილებები, რომელიც ჯანდაცვის შესახებ კანონში შედის, ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლების წინასაარჩევნო ხრიკია.
ცვლილებების მიხედვით, მთავრობა შეძლებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დააწესოს მისთვის სასურველი შეზღუდვები და ეს საკარანტინო ღონისძიებებით ახსნას. ასეთი შეზღუდვები შეიძლება შეეხოს ადამიანების თავშეყრის, გადაადგილებისა და შეკრების უფლებებს.
ბიუროზე შემოიტანეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეიცავს ძალიან დიდ რისკებს და იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას ხელისუფლების მიერ ბოროტად პოლიტიკური ან სხვა მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გარკვეული ნორმები მთავრობამ შეიძლება გამოიყენოს, ისე რომ, არ იყოს გამოცხადებული საგანგებო რეჟიმი, ანუ პარლამენტის დაუკითხავად მთავრობა ითხოვს რაღაც უფლებების მინიჭებას, რაც არის დაუშვებელი, რადგან ეს ეხება ადამიანის უფლებებს, პირად ქონებას, - ამბობს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
ოპოზიცია მოითხოვს, რომ ნებისმიერი შეზღუდვა მხოლოდ მკაფიო დასაბუთებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ფარგლებში და პარლამენტის თანხმობით ამოქმედდეს.