"პროვოკატორები ხართ, გარდაცვლილი ადამიანით ვაჭრობთ", "მეტყობა, რომ რამე დისკომფორტი მაქვს?" - "ქართული ოცნების" დეპუტატებს ჟურნალისტებისთვის ტრადიციულად ცინიკური პასუხები აქვთ კითხვაზე, რატომ ჩაშალეს შს მინისტრის გამოსვლა და რა დისკომფორტს უქმნიდათ მათ საპროტესტო ბანერი.
"დისკომფორტს თქვენ უნდა გიქმნიდეთ გვარამია რომ გიყენებთ"... "როდესაც დაბრუნდებით ჟურნალისტიკაში მაშინ მიიღებთ პასუხს"- ამბობენ "ქართული ოცნების" დეპუტატები.
შეგახსენებთ, პარლამენტში დღეს ვახტანგ გომელაურის გამოსვლა ჩაიშალა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით სხდომა შეწყდა.