"სტრატეგია აღმაშენებელი" საგამოძიებო კომისიის შექმნას აინიცირებს - ამის შესახებ საგანგებო განცხადება ფრაქციის წევრებმა ცოტა ხნის წინ, პარლამენტში, ჩაშლილი სხდომის შემდეგ გააკეთეს.
ხათუნა სამნიძის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას არ აქვს პასუხები იმ ძალადობაზე რომელსაც თბილისის ქუჩებში ჰქონდა ადგილი, ამიტომაც დღევანდელი სხდომა ჩაშალა, შს მინისტრი პარლამენტიდან გაიპარა და ერთადერთი გამოსავალი საზოგადოებამ მიიღოს კითხვებზე პასუხი სწორედ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაა.
შეგახსენებთ, პარლამენტში დღეს ვახტანგ გომელაურის გამოსვლა ჩაიშალა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით სხდომა შეწყდა.