"პოლიტიკურ პარტიად ქცეულ მედიას კომენტარს ვერ ვაძლევ" - წილოსანი "მთავარ არხს"

გამოქვეყნდა:

​"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი "მთავარი არხის" კითხვებს არ პასუხობს. ამის მიზეზად წილოსანი ჟურნალისტების პროტესტს ასახელებს და ამბობს, რომ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს კომენტარს არ მისცემს ვიდრე ისინი "პოლიტიკურ აქტიურობას" არ შეწყევტენ.

სამწუხაროდ, პოლიტიკურ პარტიად ქცეულ მედიას კომენტარს ვერ ვაძლევ. რა წამს დაადეკლარილებთ, რომ პარტია ხართ ან მოეშვებით ამ აგრესიის, სიძულვილის გამაღვივებელ პოლიტიკურ აქტივობას, იქამდე კომენტარს ვერ მოგცემთ, ძალიან ვწუხვარ, - თქვა ნინო წილოსანმა.

ამ განცხადების შემდეგ წილოსანმა "საზოგადოებრივი მაუწყებლისა" და TV იმედის ჟურნალისტებს უთხრა, რომ კომენტარს საკუთარი კაბინეტის წინ მისცემდა. 

დღეს, 18 ივლისს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით სხდომა აღარ გაგრძელდება.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ჟურნალისტებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში ლექსო ლაშქარავას საქმეზე დამნაშავეების დასჯისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ბანერები მიიტანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი