ხელისუფლების მიერ წახალისებული მოძალადეები | ძალადობრივი კვირის ქრონოლოგია

გამოქვეყნდა:

ძალადობის გენეზისი, რომელმაც პიკს 5 ივლისს მიაღწია, რამდენიმე დღით ადრე დაიწყო - პრემიერმინისტრმა მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ 5 ივლისამდე პრაიდის კვირეულის მონაწილეებისთვის ხელი არავის შეუშლია.

აბა, რა ერქვა კვირეული ფარგლებში გამართული კონცერტის მონაწილეებზე თავდასხმას? ან კვირეულის პირველივე დღეს ფილმის ჩვენება გაიხსენეთ, აგრესიული აქციის ფონზე, როდესაც ჩვენებიდან გამოსულ ადამიანებს, მათ შორის, დიპლომატებს კვერცხები დაუშინეს.

ნარკობიზნესის მსგავსად, ხელისუფლებამ იცის, რაც ხდება და არათუ ხელს უშლის ამას, პირიქით, აქეზებს რადიკალურ დაჯგუფებებს ძალადობისკენ და ხელს უწყობს მათ.

შემდეგ, როდესაც იძულებული ხდება საჩვენებლად მაინც ჰქონდეს რეაქცია, იმის ნაცვლად, რომ ისინი ძალადობისთვის დასაჯოს, შევარდება მათ სახლებში და იქ რაღაცას ეძებს... რა იპოვნეს იქ, ჯერ არ ვიცით. რას ეძებდნენ, ესეც უცნობია.

დათო აბრამიშვილის სიუჟეტი - "სახელისუფლებო ძალადობა"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი