ზაზა გახელაძე თავისუფალია და უკვე რამდენიმე დღეა ოჯახთან ერთადაა - რაც ბოლო დღეების საუკეთესო სიახლე იყო და ვულოცავთ ზაზას, მის მეუღლეს, შვილებს და მშობლებს ასეთ ბედნიერებას.
ცუდი ის არის, რომ აქაც ძნელად დასაჯერებელია, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა და გახელაძე რუსეთმა ზუსტად იმ დროს გაათავისუფლა, როდესაც ლექსოს სიკვდილის შემდეგ "ქართულ ოცნებას" და, განსაკუთრებით, ირაკლი ღარიბაშვილს სასწრაფოდ სჭირდებოდა რეპუტაციის გამოსასწორებლად მსგავსი დადებითი მოვლენა, ქულების დაწერა და სხვა მძიმე თემების გადაფარვა.
და რუსეთმა, რომელიც ძალიან კმაყოფილი იყო თბილისში 5 ივლისს განვითარებული მოვლენებით, დაასაჩუქრა "ქართული ოცნება" და გახელაძე გაათავისუფლა. რუსეთმა დაიჭირა, რუსეთმა გაათავისუფლა.
ამას ჰქვია ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობა - ალბათ, უფრო მეტად რომ ეცადა, ხელისუფლება აქამდეც მოახერხებდა გახელაძის ტყვეობიდან გამოხსნას. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ გააკეთა, როდესაც საკუთარი თავის გადასარჩენად დასჭირდა.
თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი: "ვაჭრობა ადამიანების თავისუფლებით"