საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოსულმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკური შეხვედრები დაიწყო. პირველი ის საქართველოს პრეზიდენტს - სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
შეხვედრას Twitter-ზე გამოეხმაურა ზურაბიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ დღეს ძალიან მნიშველოვანი დღეა საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
"საქართველოში მეტი ევროკავშირი ძლიერი გზავნილია ჩვენი წინსვლისა და განვითარებისათვის, გზავნილი, რომელიც უცვლელი რჩება ყველა გამოწვევის მიუხედავად", - დაწერა ზურაბიშვილმა.
მიშელი დღესვე შეხვდება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. საუბრის მთაავრი თემა 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და 5-6 ივლისს მოვლენები იქნება.
ვიზიტის ფარგლებში მიშელი, ასევე, შეხვედრას გამართავს პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთანაც.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში გუშინ, 18 ივლისს ჩამოვიდა. ის ბათუმის მე-17 საერათაშორისო კონფერენციაში "ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება დღის მეორე ნახევარში გაიმართება, მასში მონაწილეობას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებენ მონაწილეობას.
საღამოს ლიდერთა შეხვედრაა დაგეგმილი - ღონისძიებას პრეზიდენტის მოწვევით მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებიც დაესწრებიან.